პოლიტიკა

“საქართველოს პრემიერ – მინისტრმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ თავადაც “ბოტია” – მამუკა ხაზარაძე

პრემიერის დღევანდელი კომუნიკაცია მედიასთან, საკუთარ ტყუილებში დაკარგული, პატარა კაცის ნაბოდვარს ჰგავდა, რომელიც ტყუილში ამხილეს და გაბოროტდა, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, პრემიერმა “მაინც ვერ თქვა რომელია სიმართლე – 7000 თუ 10000 დაგებული გზა”.

“ტყუილში გამოჭერილმა ქვეყნის პრემიერმა დღეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ფინანსურ სისტემაზე, რომელმაც საქართველოს ეკონომიკა შექმნა და არაერთხელ გადაარჩინა, მასში მომუშავე ათიათასობით ადამიანზე “ბოტების” და “ტროლების” ენით ილაპარაკა.

დღეს ამ მატყუარა პატარა კაცმა ნიღაბი ჩამოიხსნა და მთელს ქვეყანას აჩვენა, რომ “ქოცების” “ტროლებისა” და “ბოტების” ფაბრიკის უკან ის დგას. საქართველოს პრემიერ – მინისტრმა, დღეს პრაქტიკულად დაადასტურა რომ თავადაც “ბოტია”.

ამ პრემიერ- მინისტრად წოდებულ ივანიშვილის მარიონეტს მისი უპასუხისმგებლო ბრალდებების გამო აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. დღევანდელ პრემიერს და “ოცნების” ლიდერებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება ანაკლიის პროექტის ჩაგდების და საქართველოს მომავლის მოსპობის მცდელობის გამო; მათ მოუწევთ პასუხისგება ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლის მცდელობის გამო; მათ მოუწევთ პასუხისგება ქართველი ხალხის ინტერესების ღალატისა და საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის მცდელობის გამო.

2 ოქტომბერს ქართველი ხალხი მორჩება ოცნებას, ღარიბაშვილს, ივანიშვილს… და ჩვენ ყველა საქართველოს ახალი მომავლის შენებას დავიწყებთ!”- წერს მამუკა ხაზარაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close