Sliderეკონომიკა

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “პანდემიის მიუხედავად ჩვენი ეკონომიკა იზრდება ძალიან სწრაფად”

ნათია თურნავამ „იმედის კვირაში“ განმარტა რატომ თქვა მთავრობამ უარი ევროკავშირის სესხზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, სესხი საჭიროა მაშინ, როდესაც ჩანაფიქრს საკუთარი შემოსავლით ან დანაზოგით ვერ ახორციელებ.

„აქ უნდა მივუდგეთ მარტივად, როგორც ნებისმიერი ოჯახი მიუდგებოდა – როდის გვჭირდება ბანკი, სესხი, კრედიტი? მაშინ, როდესაც ჩვენი საკუთარი შემოსავალი ან დანაზოგი არ გვყოფნის იმისთვის, რომ რაღაც ჩანაფიქრი განვახორციელოთ, რაიმე შევიძინოთ, რაიმე დავაფინანსოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში. დღეს ყველანი ვხედავთ, რომ საბედნიეროდ, პანდემიის მიუხედავად, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების შედეგადაც კი, ჩვენი ეკონომიკა იზრდება ძალიან სწრაფად“, – აღნიშნა თურნავამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close