Sliderსაზოგადოება

საქართველოს მთავრობა სააკაშვილს კლავს! მათ ის მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა კლავენ – ზელენსკი

უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს - რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამის რა შედეგებია საქართველოს პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ - ის მოკლან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს.

“ოდესღაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. ისინი [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება.

მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოს მთავრობა – რასაც ისინი აკეთებენ: ისინი მას [სააკაშვილს] კლავენ. თქვენ იცით, რომ მათ ის მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა, ბოდიში, კლავენ.

სურვილი მექნებოდა, რომ პრესა ხედავდეს რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს – რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამის რა შედეგებია საქართველოს პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ – ის მოკლან”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ “ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა”.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. მან “არაეთიკური სურათის” ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close