პოლიტიკა

არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა იქნება ჩვენი ევროპული მომავლის განმსაზღვრელი – სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შესახებ

“არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა იქნება ჩვენი ევროპული მომავლის განმსაზღვრელი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მედიის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი შეეხო ევროპული საბჭოს ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, საქართველო კი – არა.

“თქვენ უნდა მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილი, ვიცი, რომ არის რაღაცები, რასაც არ ვაკეთებდით, მაგრამ ვფიქრობ, მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ უნდა წავიდეთ წინ”, – თქვა ზურაბიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close