საზოგადოება

„საქართველოს ბანკში“ არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ქობულეთში მათი ინკასატორი გაძარცვეს

„საქართველოს ბანკში“ არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ქობულეთში მათი ინკასატორი გაძარცვეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ბანკში განუცხადეს, სავარაუდოდ, მანქანა სხვა კომპანიას ეკუთვნის.

„ეს არ არის „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი ინკასაციის მანქანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, მიმართოთ შსს-ს“, – განაცხადეს „საქართველოს ბანკში“.

ქობულეთში ერთ-ერთი კომპანიის ინკასატორი გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინკასატორს დაახლოებით 50 000 ლარი გასტაცეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close