საზოგადოება

საქართველოდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელის 12 მოქალაქეს კორონავირუსის “დელტა პლუს” შტამი დაუდასტურდა

უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელის 12 მოქალაქეს კორონავირუსის “დელტა პლუს” შტამი დაუდასტურდა. მათ უმეტესობას, საქართველოში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, არსებობდა ერთზე მეტი ინფექციური ჯაჭვი. გამოცემა ასევე წერს, რომ ჯერჯერობით არაა საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა “დელტა პლუს” შტამი “დელტა შტამზე უფრო ძლიერი.

ცნობისთვის, 30 ივლისიდან საქართველო ისრაელის წითელ ზონაში გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობა აეკრძალებათ, რთული ეპიდსიტუაციის გამო.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close