საზოგადოება

სასწრაფო დახმარების მანქანების რიგი კოვიდსასტუმროსთან – რა განმარტებას აკეთებს სასტუმროს დირექტორი

ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც გუშინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, სას­წრა­ფო­ე­ბის რი­გია აღ­ბეჭ­დი­ლი. სუ­რა­თი გა­და­ღე­ბუ­ლია გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, სას­ტუმ­რო “შა­ი­ნის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ სუ­რათ­ზე ასა­ხუ­ლია ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა და ამ სას­წრა­ფო­ებ­ში სწო­რედ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი წვა­ნან, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ რიგს ელო­დე­ბი­ან, რო­დის გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მათ­თვის ად­გი­ლი.
რა ხდე­ბა ფო­ტო­ზე რე­ა­ლუ­რად და რა­ტომ დგას სას­წრა­ფო­ე­ბის რიგი სას­ტრუმ­როს­თან? – ამ სა­კი­თხზე ambebi. ge “შა­ი­ნის“ დი­რექ­ტორს რა­მაზ ბი­ჭი­აშ­ვილს ე­სა­უბ­რა:

– ჩვე­ნი ობი­ექ­ტი კო­ვიდ­სას­ტუმ­როდ გა­და­კეთ­და. იცით, უკვე რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ქა­ლაქ­ში და ჩვე­ნი სას­ტუმ­როს რე­სურ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვემ­სა­ხუ­რე­ბით კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტებს.

– რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია სას­წრა­ფო­ე­ბის ამ­ხე­ლა რიგი კო­ვიდ­სას­ტუმ­როს­თან?

– დიახ, ხში­რია რო­დე­საც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა, 10-12 ერ­თდრო­უ­ლად მო­დის და პა­ცი­ენ­ტე­ბი მოჰ­ყავს აქვე გე­ტყვით, რომ ჩვენ­თან პა­რა­ლე­ლუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ცხე­ლე­ბის ცენ­ტრი. ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ ექი­მე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, რომ­ლე­ბიც ატა­რე­ბენ ტეს­ტი­რე­ბას. და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თუ გვაქვს ად­გი­ლი, ჩვენ­თან სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში გა­და­ყავთ, თუ, არა­და, ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის­თვის ად­გი­ლის მო­ე­ძებ­ნა ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა. რიგი ფო­ტო­ზე, რის გა­მოც, ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი ატყდა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა უკვე.

– რამ­დე­ნი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას თქვენ­თან?

– 37 ოთა­ხი გვაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. გა­დატ­ვირ­თუ­ლად წა­ვი­და ეს დღე­ე­ბი, თით­ქმის ყო­ველ­დღე მო­ყავ­დათ პა­ცი­ენ­ტე­ბი.

– ხში­რია, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი მძიმ­დე­ბა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ყავთ?

– ჩვე­ნი უშუ­ა­ლო პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა იწყე­ბა იქ, რომ პა­ცი­ენ­ტი შე­დის ნო­მერ­ში და პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი ვართ მის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, მაგ­რამ რამ­დე­ნად მძი­მე­ე­ბი არი­ან, სხვა­გან თუ გა­და­ყავთ, შო­რი­დან ვაკ­ვირ­დე­ბი ამ პრო­ცესს. მუდ­მი­ვად ხდე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ გე­ტყვით, ეს ჩვენს კომ­პე­ტენ­ცი­ას ცდე­ბა.

– ხში­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ებ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბის შე­სა­ხებ…

– ზო­გა­დად ფონი რთუ­ლია, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი რომ მო­დის, ტაშ-ფან­დუ­რით ვერ შე­მო­ვა სას­ტუმ­რო­ში, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი ინ­ცი­დენ­ტი არ მომ­ხდა­რა. ვიდ­რე გაგ­რძელ­დე­ბა პან­დე­მია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ისეთ გა­რე­მოს, რო­გო­რიც ახლა გვაქვს.

– გი­სურ­ვებთ, რომ მალე ტუ­რის­ტე­ბი მი­გე­ღოთ სას­ტუმ­რო­ში…

– ნეტა ხვალ გა­თენ­დეს ისე­თი დილა, რომ სას­ტუმ­რო­ში ტუ­რის­ტი შე­მო­ვი­დეს. ყვე­ლა მინ­და, რომ ჯან­მრთე­ლად ვი­ყოთ. ჩვენ სას­ტუმ­რო ვართ და არა კლი­ნი­კა, გვინ­და ჩვე­ნი საქ­მე ვა­კე­თოთ.

წყარო: ამბები.ჯი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close