პოლიტიკა

პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია არ იგეგმება – გიგი უგულავა

ოპოზიციის საერთო კონსენსუსი არსებობს – ტრადიციული გაგებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები არ იქნება, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორთან და ბიზნეს ჯგუფთან შეხვედრას გეგმავს.

“ხვალ, 14:00 საათზე შეკრებაა ლეიბორისტული პარტიის ოფისში, სადაც ყველა პარტია ვიქნებით წარმოდგენილი. რამდენიმე იდეა განვიხილეთ და გეგმების შესახებ სრულად ხვალ ვისაუბრებთ. ერთი რამ დადასტურებით შემიძლია ვთქვა, საერთო კონსენსუსი არსებობს – პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია არ იგეგმება, ეს შემიძლია დავადასტურო. ტრადიციული გაგებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები არ იქნება. პარალელურად სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გვინდა. ასევე ბიზნენის წარმომადგენლებთან შეხვედრას ვგეგმავთ, საუბრის თემა ბუნებრივია, ორი იქნება – საპროტესტო მოძრაობა, რატომ ვთვლით, რომ ამ პარლამენტში შესვლა არ შეიძლება და რა თქმა უნდა, კოვიდ რეგულაციები, რადგან ვხედავთ, ეკონომიკის კოლაფსს, რომელზეც ხელისუფლება საერთოდ არ რეაგირებს. ის რაც ჩვენ ვნახეთ, ეკონომიკის მთლიანი მოკვლაა და არა შუალედური და ოქროს გზა”, – განაცხადა უგულავამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close