საზოგადოება

სასიხარულო ინფორმაცია – საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი არ დადასტურდა

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევა დადასტურებული არ არის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„კვლევის შედეგებს ლუგარის ლაბორატორია იკვლევს და როგორც კი ინფორმაცია გვექნება, აუცილებლად გაცნობებენ. ჯერჯერობით საქართველოში ახალი შტამი არ დადასტურებული არ არის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

„იმედინიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close