სხვადასხვა

რა მისტიკურ ცდებს ატარებდნენ ნაცისტები საიდუმლო ლაბორატორიაში „კენისბერგ 13“

მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი მთავარი მისტიკური გამოცანა გახლდათ ობიექტი, რომელსაც მასობრივი ინფორმაციის წყაროებში კენისბერგ 13-ის სახელით მოიხსენიებდნენ. ლეგენდების თანახმად, დღევანდელი კალინინგრადის ტერიტორიაზე, რომელიც ომამდე პრუსიას ეკუთვნოდა, ჰიტლერის საიდუმლო სამხედრო ობიექტი მდებარეობდა, სადაც მაგიური იარაღის აღმოსაჩენად ოკულტური კვლევები ტარდებოდა.
აღსანიშნავია, რომ კალინინგრადის (ყოფილი Königsbergem) ფარგლებში, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ფართო მიწისქვეშა დერეფანი მდებარეობს. პირველი გვირაბები მე- 13 საუკუნეში აშენდა და მოგვიანებით, გაფართოვდა. ყველაზე საინტერესოა, რომ ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია მეფის სასახლის ქვეშ მდებარე გვირაბში იყრიდა თავს, საიდანაც სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ქალაქის ნებისმიერ წერტილში შეუმჩნევლად მოხვედრა.
მეფის სასახლე, რომელიც შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეს წარმოადგენს, სწორედ კენისბერგის 13 ნომერში მდებარეობდა. ამ ადგილით წლების განმავლობაში არავინ დაინტერესებულა, სანამ ხელისუფლებაში ოკულტიზმით დაინტერესებული ადოლფ ჰიტლერი არ მოვიდა. მისტიკური კვლევების ჩატარებისთვის ადგილის შერჩევისას  ჰიტლერის და მესამე რეიხის ბელადების ყურადღება აღმოსავლეთ პრუსიაში მდებარე პატარა ქალაქმა მიიქცია, რომელიც შუასაუკუნეებში ევროპელი ალქიმიკოსებისა და ჯადოქრების ევროპულ ცენტრს წარმოადგენდა. აქ ხდებოდა ჯადოების დამზადება და ოკულტური ლიტერატურის შექმნა. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მესამე რეიხმა მივიწყებული ლაბორატორიის მუშაობა განაახლა.
უცნაურია, მაგრამ კენისბერგის ისტორიას ციფრი 13 ყოველთვის თან სდევდა: ქალაქი 1255 წელს დაარსდა. ციფრების ჯამი კი 13 შეადგენს. კენისბერგმა საბჭოთა არმიასთან კაპიტულაციას ხელი მე-13 კაბნეტში მოაწერა და ა.შ. სწორედ ამ ადგილზე შექმნა ჰიტლერმა თავისი მისტიკური კვლევების ლაბორატორია.
ოკულტური კვლევები
აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ლეგენდები არ ტყუიან. ქალაქში ნამდვილად არსებობდა ლაბორატორია, რომელიც მესამე რეეიხის სასარგებლოდ ატარებდა ცდებს მაგიის საბრძოლო მიზნებისთვის გამოსაყენებლად, უძველესი ოკულტური ცოდნისა და ასტროლოგიური გათვლებით მომავლის წინასწარმეტყველებისთვის. ჰიტლერის გათვლებით, კვლევები უნდა დასრულებულიყო სასწაულებრივი და მისტიკური იარაღის შექმნით, რაც გამოიწვევდა მესამე რეიხის მტრების სრულგანადგურებას.
დაუჯერებლად ჟღერს ის ფაქტი, რომ ქალაქის კაპიტულაციის შემდეგ საბჭოთა კავშირმა ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების შესახებ პრაქტიკულად, ვერც ერთი საბუთი ვერ აღმოაჩინა.
ერთ-ერთი ვერსიით, საბჭოთა კავშირმა საბუთები ამერიკას გერმანიის ტექნოლოგიებსა და საბრძოლო ტექნიკაში გაუცვალა, თუმცა გაუგებარია, რატომ არ მოხდა ასლების გადაღება. სხვა ვერსიით, “კგბ” -ის არქივებში არსებული დოკუმენტები გაუჩინარდა, მესამე ვერსიით კი ამ დოკუმენტებს დღემდე საიდუმლო გრიფი ადევს, ამიტომ საბჭოთა სპეცსამსახურებმა ხალხში გაავრცელეს კენისბერგ13-ის მონაცემების გაქრობის ვერსია. ასეა თუ ისე, ლაბორატორიის შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, ისაა, რომ ლაბორატორიამ ომამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო მუშაობა და მისი არსებობის შესახებ თითქმის არავინ იცოდა. მხოლოდ ფრაგმენტული მონაყოლებიდან შეიძლება ვივარაუდოთ,  რა სახის საქმიანობას ეწეოდა ჰიტლერის საიდუმლო ლაბორატორია. არსებული მონაცემების თანახმად, მიწისქვეშეთში კვლევები 1930-იანი წლებიდან დაიწყო და ომის დასრულებამდე გრძელდებოდა.
მიწისქვეშეთის გარდა,  ოკულტური კვლევები ტარდებოდა სხვადასხვა ეპოქაში აშენებულ 4 ორსართულიან შენობაში. ამ სახლების კედლებში შეგეძლოთ გეხილათ როგორც აღმოსავლეთის საკულტო ნივთები, ისე ქრისტიანული ხატები ან ინდიელების ნიღბები. ცხოველების სხვადასხვა ნაწილების დახმარებით ტარდებოდა რიტუალები და ექსპერიმენტები. ზემოთხსენებული საქმიანობის გარდა, ჰიტლერის ლაბორატორიაში ამზადებდნენ პოლიტიკური მოღვაწეებისა და ნაცისტური რეჟიმის მოწინააღმდეგეების ცვილის ფიგურებს, რომლებსაც ცხოველების თვალებს  უსვამდნენ და ურთულესი მაგიური რიტუალების თანხლებით, ნემსებით ჩხვლეტდნენ, რაც შუა საუკუნეების ყველაზე საშინელ ჯადოქრობად ითვლებოდა.
როდესაც ჰიტლერის საიდუმლო ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევების შესახებ ხმები უინსტონ ჩერჩილამდე მივიდა, ის საშინლად აღელდა. გასაკვირი არაა, რომ 1944 წელს ინგლისელების ბომბდამშენებმა კენისბერგი მიწასთან გაასწორეს.
იმის მიუხედავად, რომ მთელი ქალაქი ნანგრევებად იქცა, ლაბორატორიის ოთხი შენობა და მათი მიწისქვეშა ლაბირინთები სრულიად უვნებელი გადარჩა.
ყველაზე პარადოქსულია, რომ კენისბერგ 13-ის თანამშრომელმა ჰანს შურმა, რომელიც გერმანიაში აღიარებული ასტროლოგი გახლდათ,  ომის პირველივე დღეებში იწინასწარმეტყველა 1945 წლის გაზაფხულზე მესამე რეიხის დამარცხება. მაშინ მის სიტყვებს არავინ დაუჯერა, თუმცა, როცა წინასწარმეტყველება ახდა, ასტროლოგი დახვრიტეს.

წყარო: „საერთო გაზეთი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close