სამართალი

სასამართლომ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა ბრალდებულების, გიორგი სახელაშვილისა და სულიკო საყევარაშვილის თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს და 2 300 ხელმოწერა წარმოადგინეს. ამასთან, დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდებულ გიორგი სახელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში დამძიმდება.

მოსამართლე, გიორგი კერატიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მომდევნო პროცესზე მხარეები საქმეში არსებულ მტკიცებულებებს წარმოადგენენ.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1 tv.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close