საზოგადოება

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად მეუფე იაკობმა განუცხადა.

„მოხდა ის, რომ მეუფე თავის ეპარქიაში დაბრუნდა. პატრიარქის გადაწყვეტილებით, პანსიონის დირექტორი იყო მეუფე სპირიდონი, ახლა ვარ მე. ჩვენ მეუფე სპირიდონთან ერთად ვაპირებდით გაგვეკეთებინა ის ცვლილებები, რომელიც განსახორციელებელია, მაგრამ გარკვეული მოვლენების გამო, რომელიც განვითარდა, მეუფეს არ დასცალდა ამის გაკეთება “, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close