საზოგადოება

საპატრიარქოსთან ილია მეორის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საპატრიარქოსთან მრევლის ნაწილი პატრიარქის მხარდასაჭერად შეიკრიბა. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ამ ფორმით ილია მეორეს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხებული ნაწილისგან იცავენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გურამ ფალავანდიშვილის თქმით, იმ შემთვევაში თუ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ მართული მრევლი საპატრიარქოსთან მივა, ისინი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდებიან და ამ ფორმით დაიცავენ პატრიარქს.

„მოვედი ეროვნულ სამოსში. ჩვენ ვნახეთ ამბოხებული ფრთა ეკლესიაში, რომელიც მეუფე სტეფანეს ფიზიკურად შეეჭრა, ისინი რა თქმა უნდა აქაც შევარდებიან, იყო ამის საშიშროება. ვნახეთ რა ორგანიზაციები დაუკავშირდნენ მათ, ქალთა უფლებები, ფემინისტები, „გირჩელები“, ეკლესიის პირდაპირი მტრები და მოძულეები, ისინი თავისთავად ცხადია აგრესიას მიიტანენ და შევარდებიან. რომც არ შევარდნენ, აქედან რომ ვაყვიროთ და პატრიარქი შეაწუხონ, ფსიქოლოგიურად დათრგუნონ, ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. მრევლის სახელით ვართ მოსულები“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს არის საქრისტიანო ომი და ამ ომში პატრიარქის ღირსება უნდა იყოს დაცული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close