სამართალი

სამართლებრივად იბრძვის, რომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს – ბადრი ესებუას ადვოკატი

საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს და იბრძვის, მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიას განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ესებუა 2 წლის განმავლობაში იმიტომ იმალებოდა, რომ ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა.

“ის, უკვე მოყვანილია სასამართლოში. მისი პოზიცია ცნობილია. თავს დამნაშავედ არ სცნობს. ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და სამართლებრივად იბრძვის, რომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ჩემი ინფორმაციით, ბანკის თანამშრომლებს მოიყვანენ, დაახლოებით, 9 მოწმე იქნება დაკითხული.

თუ რატომ იმალებოდა, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მოგისმენიათ განმარტება. ბადრი ესებუა ამბობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო, ამიტომაც არიდებდა თავს პოლიციაში გამოცხადებას”, – განაცხადა ჯანაშიამ.

ზუგდიდის სასამართლოში, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე “საქართველოს ბანკის” თანამშრომლებს დაკითხავენ.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

„საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

2020 წლის 12 დეკემბერს პოლიცია ბადი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავა, რომელსაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close