საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა კლარნეტი იყიდა, ახლა, როგორც არამიზნობრივი ხარჯვა, აღიძრას საქმე მის წინააღმდეგ – რომან გოცირიძე

ერთხელ სალომე ზურაბიშვილს წამოსცდა, წლის ბოლოს ფული დამრჩა და კლარნეტი ვიყიდეო. ახლა, როგორც არამიზნობრივი ხარჯვა, აღიძრას საქმე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს.

გოცირიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა წარმომადგენლობითი ხარჯები განახორციელა, რაც სახელმწიფოს ფუნქციის შესასრულებლად არის აუცილებელი.

„ამას მიმართავს ყველა ქვეყანა და თანამდებობის პირი. ერთხელ სალომე ზურაბიშვილს წამოსცდა, წლის ბოლოს ფული დამრჩა და კლარნეტი ვიყიდეო. ახლა როგორც არამიზნობრივი ხარჯვა, აღიძრას საქმე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. უნდა გასაჯაროვდეს ყველა მსგავსი ხარჯი მაღალი თანამდებობის პირების. ეს აბსურდულია, რისი 9 მილიონი? გუშინ ხელისუფლებამ არასწორად გაფორმებული კონტრაქტის გამო 250 მილიონი ლარი დაკარგა რუსული კომპანიის სასარგებლოდ“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

2019 წელი, იანვარი. ამონარიდი სალომე ზურაბიშვილის სიტყვიდან: “„გამოვეცით რამდენიმე წიგნი –  შშმ მიმოზა ცანავას ერთტომეული, გურამ დოჩანაშვილის წიგნის მესამე ტომი. ასევე ჟურნალი „ხიდი“, რომელიც არის ოკუპირებული ტერიტორიების და აფხაზ ძმებთან ნდობის აღდგენისთვის. 6 თვის გამოცემა დავაფინანსეთ. ასევე, ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის შევისყიდეთ კლარნეტი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, მაგრამ მფლობელობაში დროებით გადაეცემა ამ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელსაც ეს სჭირდება. გადაცემის ცერემონიაზე მოვიწვევთ და ვუსურვებთ დიდ წარმატებას. ასევე ხელი მოვაწერე რამდენიმე კანონს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close