საზოგადოება

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სამედიცინო პროცედურებს უნდა იტარებდეს თავისი 3000-ლარიანი ხელფასით, მაშინ ჩვენ სახელმწიფოს მოწყობაზე წარმოდგენა არ გვქონია” – სააკაშვილის ადვოკატი

ბოტოქსი, ბოტოქსიო, რომ გაიძახიან, მიხეილ სააკაშვილმა მკაფიოდ ახსნა, რა სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებით იყო ეს ხარჯი გაწეული, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, იქნება ეს გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი თუ იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო პროცედურებს უნდა იტარებდეს თავისი 3000-ლარიანი ხელფასით, მაშინ ჩვენ სახელმწიფოს მოწყობაზე, სახელმწიფოს მეთაურზე, უმაღლეს მთავარსარდალზე წარმოდგენა არ გვქონია. ნათელი გახდა, რომ არავითარ კომფორტსა და ფუფუნებას ადგილი არ ჰქონია, ყველა ხარჯი გაიწეოდა სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close