საზოგადოება

“საკანში ბევრი ვიტირე” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარი მასწავლებლები და მათ მიერ გაგზავნილი წერილები გაიხსენა.

“საქართველო არის ქვეყანა, სადაც მე მასწავლიდნენ ისეთი მასწავლებლები, როგორიც იყვნენ გელა ჩარკვიანი და მარად ჭავჭავაძე. მე ციხეში მივიღე წერილი ჩემი პირველი მასწავლებლისგან, ნინელი თათარაშვილისგან, რომელიც მასწავლიდა შალვა ამონაშვილის ყველაზე ინოვატორული სისტემით პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში და ასევე კლარა ჩხაიძისგან 51-ე სკოლაში, ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისგან და არ დაგიმალავთ, რომ საკანში ბევრი ვიტირე ამ წერილების წაკითხვისას. სხვა არაფერზე არ მქონია ასეთი რეაქცია”, – განაცხადა სააკაშვილმა

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close