საზოგადოება

“გელა ჩარკვიანი იყო პირველი ხელმომწერი ჩემი გათავისუფლების პეტიციის” – სააკაშვილი

მე ვიცი, რომ გელა ჩარკვიანი იყო სიცოცხლის ბოლო დღეებში პირველი ხელმომწერი ჩემი გათავისუფლების პეტიციის და რა თქმა უნდა, მისი გარდაცვალების ამბავი გავიგე გონების დაკარგვამდე მე-18 დაწესებულებაში ცოტა ხნით ადრე. ესეც ძალიან მძიმე დარტყმა იყო ჩემთვის. გელა ხშირად ამბობდა, რომ მე ვიყავი მის ცხოვრებაში ყევლაზე საუკეთესო მოსწავლე და მე უბრალოდ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ვერ მომეცა საშუალება, მენახა ის და მეთქვა, რომ ის იყო ჩემი ყველაზე საუკეთესო მასწავლებელი.

ისე მოხდა, მისტიკაა რაღაცა, შეიძლება ახლა ამას იმდენი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე, სანამ გავიგე გელას გარდაცვალება, დამესიზმრა პეკინის ქუჩაზე მისი ბინა და თითქოს, ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც ჩემი მეგობარი იყო და ერთად ვიზრდებოდით, მეუბნებოდა, რომ გელა გასულია და ცოტა ხანში დაბრუნდებაო და რამოდენიმე დღეში გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი.

რა შუაშია ეს ყველაფერი, არის ის, რომ ყოველ ღამეს მესიზმრებოდა საქართველო: ბათუმი, აფხაზეთი, ჩემი ეზოს სტადიონი, სადაც ფეხბურთის სათამაშოდ ჩავდიოდი პეკინის ქუჩაზე და სულ უფრო აუტანელი ხდებოდა განცდა, რომ ამ ყველაფერს ვკარგავ მე და ვკარგავთ როგორც ქართველები”,- თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close