საზოგადოება

საია გელათში დაზიანებაზე პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს

საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანებაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

პროკურატურის სახელზე წარდგენილ განცხადებში, საია გამოძიების დაწყებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მოითხოვს. საუბარია სსკ-ის 2592 მუხლსა (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) და ამავე კოდექსის 342-ე მუხლზე (სამსახურებრივი გულგრილობა).

„დღეს ჩვენ მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება ძეგლის დაზიანების ფაქტზე. საუბარია არა ადგილობრივი, არამედ ეროვნული კატეგორიის ძეგლზე, რომელიც შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ამ ტიპის ძეგლების დაცვა განსაკუთრებულ რეგულირებას მოითხოვს“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close