საზოგადოება

სავაჭრო ობიექტებმა მუშაობა ისევ შეაჩერეს

სავაჭრო მოლებმა და სხვა ობიექტებმა მუშაობა ისევ შეაჩერეს. კოვიდსტატისტიკაში სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, იანვრის მეორე ნახევარში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

სპეციალისტები ამის მიზეზად ახალი წლის დღეებში მობილობის გაზრდას ასახელებენ.

დღეს, 19:00 საათიდან დაიკეტა სავაჭრო ცენტრები და ეს შეზღუდვა იანვრის ბოლომდე გაგრძელდება. გაიხსნება თუ არა სავაჭრო ცენტრები და სხვა ობიექტები თებერვლიდან, დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე.

3 იანვრიდან 15 იანვრამდე ქვეყანაში ცხადდება უქმეები. საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ეს პერიოდი დასვენების დღეებად გამოცხადდება, ხოლო კერძო სექტორისთვის 3-დან 15 იანვრამდე უქმეების გამოცხადება ნებაყოფლობითია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close