საზოგადოება

პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსს მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართველოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე ემსხვერპლა. ტარიელ ფუტკარაძე კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა. მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და გუშინ გარდაიცვალა.

“საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი მწუხარებით აუწყებს სრულიად საქართველოს – მარცხით დასრულდა ერთთვიანი ულმობელი ბრძოლა,

კოვიდინფექციამ 60 წლის ასაკში იმსხვერპლა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი უზენაესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ცნობილი მეცნიერი,საზოგადო მოღვაწე.პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის სერგო ვარდოსანიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close