საზოგადოება

„საგნების სროლას, თავში ჩარტყმას და დედის გინებას მშვიდობიანი ქმედებები ქვია?“

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე გუშინ, ცესკოს შენობასთან განვითარებული მოვლენების ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს:

„ეს ისე, წყლის ჭავლი რომ გაგიკვირდათ. რობოკოპები თავში ჩარტყმას და დედის გინებას რომ ითმენენ, არ გიკვირთ, ჭავლი გიკვირთ.
გუშინდელი შეძახილებით “ბიძინას რა”, 7 ნოემბერს იხსენებდით, თუ ხალხს ახსენებდით? მაშინ “ბადრის რა”-ს გაიძახოდით. მხოლოდ ეს შეძახილი იყო საკმარისი, ნორმალური ადამიანისთვის, იმის გასაგებად, რომ თქვენი წინასაარჩევნო “ბოდიში” იყო ფარსი.
ცესკო-ში რომ არ შეგიშვებდნენ, არ იცოდით?
ეს პირი რას ისვრის? ამ ქმედებებს მშვიდობიანი ჰქვია?
მდგარიყავით რუსთაველზე და გაგეგრძელებინათ პროტესტი?!
მთლად დაკარგეთ კრეატიულობაც და ანალიზის უნარიც. რა იყო მიზანი, ოქმების ქუჩაში გადმოყრა? ამიტომ ვწერ ამდენი ხანია, პრიმიტიულია ყველაფერი, რასაც აკეთებთ. გავლილია ასჯერ.
გუშინდელ ჩემს ჩართვაში, პალიტრანიუსზე, მანამდელ ინტერვიუებშიც, ხმების გადათვლის, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სამართლებრივი გზით ბრძოლისკენ მოგიწოდებდით. აწი რაც გინდათ ის ქენით. თქვენ შიგნით არავის გესმით, გარედან იმართებით“ – წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close