Slider

დღეიდან ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა ამოქმედდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები ძალაში დღეიდან შედის.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, დღეიდან დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – ღამის 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე, ასევე მიტანის სერვისის კურიერებზე.

ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა. მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით.

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 2000 ლარით, იურიდიული პირები კი 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close