მსოფლიო

საბერძნეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, 85-ზე მეტი – დაშავდა

საბერძნეთში, ქალაქ ლარისასთან სარკინიგზო ავარია მოხდა – ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა.

შემთხვევას სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა, 85-ზე მეტი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელს 350 მგზავრი გადაჰყავდა.

საბერძნეთის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები და შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

სამგზავრო მატარებელი ათენიდან სალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო კი – სალონიკიდან ლარისამდე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close