პოლიტიკა

საარჩევნო კამპანიის გაგრძელებას ვეღარ შევძლებ – ზვიად ტომარაძეს ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს

გუშინ გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატ ზვიად ტომარაძეზე თავდასხმა განხორციელდა. ტომარაძეს უცნობი პირები თავს დაესხნენ და თავის არეში დაზიანებები მიაყენეს. პოლიტიკოსის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს, რადგან რამდენიმე კვირა წოლით რეჟიმში ყოფნა მოუწევს.

„მეგობრებო! ყველას ვერ გპასუხობ ზარებსა და შეტყობინებებზე. მადლობა მხარდაჭერისთვის. ვიმყოფები კლინიკაში, მაქვს ტვინის შერყევა. სავარაუდოდ დღეს გამწერენ და მკურნალობას სახლში გავაგრძელებ. არჩევნებში მონაწილეობას ვაგრძელებ, თუმცა საარჩევნო კამპანიის გაგრძელებას ვეღარ შევძლებ, რადგან წოლითი რეჟიმი მომიწევს რამდენიმე კვირის განმავლობაში. შემომივიდა 500-ზე მეტი ზარი და უამრავი შეტყობინება მადლობა ყველას! დამკითხეს გამომძიებლებმა, მათ განვუცხადე, რომ არ მინდა ვინმე ჩემს გამო პასუხისგებაში მიეცეს და მე ვპატიობ იმ ახალგაზრდას, თუ ინანიებს მის საქციელს და ბოდიშს მოიხდის. წარმატებები ყველას!

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close