საზოგადოება

„ასეთია სიბერის მიმართ დამოკიდებულება საქართველოში, ამერიკაში კი პრეზიდენტობისთვის 74 და 77 წლის კანდიდატები იბრძვიან“

სოციალური ქსელის მომხმარებელი სოფო ბუკია სამწუხარო ტენდენციაზე წერს, რომელიც საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების დროს შეინიშნება:

„ქუთაისში 90 წელს გადაცილებული ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. ამ ინფორმაციის ქვეშ არის ატეხილი ერთი ხორხოცი და ღადაობა – რა კორონა, 90 წლის კაცი სიბერით გარდაიცვლებოდაო, 90 წლამდე იცოცხლა და მეტი რაღა უნდოდაო, რაღა დროის მაგის გადარჩენა იყოო.
80 და 70 წლისებზეც იგივეს ამბობენ. ხანდაზმული ადამიანის სიკვდილი არ ითვლება დიდ დანაკარგად.
ასეთია დამოკიდებულება სიბერის მიმართ საქართველოში. ხანდაზმული ადამიანი აქ სახლში ჩაკეტილი სევდიანი ავადმყოფია, რომელიც მხოლოდ პენსიას და სიკვდილს ელოდება.
უბრალოდ შევახსენებდი მათ, ვინც ასე ფიქრობს, რომ ამერიკის პრეზიდენტობისთვის დღეს 74 და 77 წლის კანდიდატები იბრძვიან.
ამ დამოკიდებულების მიზეზი დიდწილად ჩვენი სიღარიბეა, რა თქმა უნდა, თუმცა არა მარტო ეგ. მენტალურადაც გვაქვს პრობლემა, მუდმივად რაღაც ასაკობრივი შეზღუდვები – რა დროს მაგის გართობაა, ცეკვაა, სიყვარულია, გათხოვება, ცოლის მოყვანაა, მოკლე კაბაა და .შ.“ – წერს სოფო ბუკია.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close