საზოგადოება

სააკაშვილი გადაიყვანონ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში და თუ ამის რესურსი საქართველოში არ არის, მაშინ უცხოეთში მკურნალობის საშუალება მიეცეს – გვარამია

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ არაფრით არ განსხვავდება  ეს ჰოსპიტალი გლდანის ციხისგან – ამის შესახებ დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისულმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

ადვოკატის მოთხოვნაა, რომ სააკაშვილი დაუყონებლივ გადაიყვანონ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში და თუ ამის რესურსი საქართველოში არ არის, მაშინ მას უცხოეთში მკურნალობის საშუალება მიეცეს.

“ფაქტი ერთია- გუშინდელი ინციდენტის შემდეგ არაფრით არ განსხვავდება ეს ჰოსპიტალი გლდანის ციხისგან, ამიტომ სააკაშვილის აქ ყოფნა აღარ შეიძლება. იგი უნდა იქნეს გადაყვანილი. კეთილი ინებონ და იპოვონ რეფერალური საავადმყოფო, რომელიც სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და რეაბილიტაციას. თუ არადა, სხვა ქვეყანაში ყველა შემთხვევაში. იმიტომ, რომ აქ ის არც უსაფრთხოდაა, არც რეაბილიტაცია უტარდება, მეტიც როცა უნდათ, მაშინ შედიან და უახლებენ წამების ტრავმას”,- თქვა ნიკა გვარამიამ. 

ცნობისთვის, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილთან  საღამოს საათებში შევიდნენ და აცნობეს, რომ კლინიკიდან უნდა გადაეყვანათ, რაზეც მესამე პრეზიდენტმა უარი განაცხადა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close