საზოგადოება

სააკაშვილის მოშორება აქვთ გადაწყვეტილი – გიული ალასანია

კლინიკა “ვივა-მედში” მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დედა, გიული ალასანია მივიდა. ალასანია უკმაყოფილოა, რომ სასამართლოს განჩინება ექსპერტზის ჩატარებასთან დაკავშირებით,  ამ დრომდე არ აღსრულებულა. პარალელურად ის “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლებას მისი შვილის თავიდან მოშორება სურს.

“ჩვენთან ხომ სასამართლო დამოუკიდებელია, ჩვენს ქვეყანაში… ისე, როგორც ჩანს, ჩვენი მიზნებია განსხვავებული, იმიტომ, რომ ჩემი მიზანია, რომ გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე და ამის მიზანია, როგორც ჩანს, კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი, რომ როგორმე მოიშოროს თავიდან. ეს არის განსხვავება. რს ნიშნავს განჩინება გადაეცა? როგორც კი განჩინება გამოიცა, ის უნდა მაშინვე მიეცათ და უნდა აღსრულდეს, წესი ასეთია”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიე დღის წინ გამოიტანა განჩინება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close