რეგიონები

სენაკის საკრებულო ენმ-ის წევრმა დატოვა

წურწუმიას ამ გადაწყვეტილებით  სენაკის საკრებულო ოპოზიციური აღარ არის, თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარული ოლქი კი მაჟორიტარის გარეშე დარჩა.

ცნობილი გახდა, რომ სენაკის საკრებულოში ენმ-ს წევრის, ვახტანგ წურწუმიას,  ელექტრონული განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მითითებულია, რომ მან თანამდებობა დატოვა.

ინფორმაცია ჟურნალისტებს საკრებულოს აპარატის უფროსმა დაუდასტურა. წურწუმიას ამ გადაწყვეტილებით  სენაკის საკრებულო ოპოზიციური აღარ არის, თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარული ოლქი კი მაჟორიტარის გარეშეა დარჩენილი.

ოპოზიცია მიიჩნებს, რომ წურწუმიამ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close