მსოფლიო

რუსმა მეცნიერებმა სიზმრების ჩაწერის ტექნოლოგია შეიმუშავეს

რუსმა მეცნიერებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც ნეირო-ყურსასმენის საშუალებით სიზმრების ჩაწერას და აღდგენას ახდენს.

მეცნიერების ვარაუდით, რუსებს ამ მოწყობილობით სარგებლობის საშუალება 2025 წელს ექნებათ.
”სიზმარს REM ფაზაში ვხედავთ, რასაც თან ტვინის მაღალი აქტივობა ახლავს. ალბათ სიზმრების დეტალურად აღდგენას ვერ შევძლებთ, მაგრამ კატეგორიისა და საკუთარი შეგრძნებების განსაზღვრა –  სასიამოვნო, უსიამოვნო, კოშმარი, სექსუალური და ა.შ. სრულიად შესაძლებელია“, – განმარტა მოსკოვის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის ნეირო-რობოტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ვლადიმერ კონიშევმა.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის ტვინში წარმოქმნილი გამოსახულებების აღსადგენად პირველი ცდები ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო.

მანამდე ექიმ-სომნოლოგმა მაქსიმ ნოვიკოვმა ძილის პროცესზე სმარტფონების გავლენაზე ისაუბრა. მისი თქმით, ძილის წინ ასეთი მოწყობილობების გამოყენება ნერვულ სისტემას აღაგზნებს, ხოლო ეკრანის ძლიერი შუქი მელატონინს ანადგურებს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close