საზოგადოება

რუსთავში, კოვიდგადატანილ 2 ბავშვს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი დაუდგინდა

რუსთავში, კოვიდგადატანილ 2 ბავშვს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი გამოუვლინდა.

ბოლო პერიოდში გავცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვებში, რომლებმაც კორონავირუსი უსიპტომოდ გადაიტანეს, მალევე გარკვეულმა გართულებებმა იჩინა თავი. “ინფო რუსთავი” დაინტერესდა მსგავსი შემთხვევები თუ დაფიქსირდა რუსთავში.

ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგემ, მარინა აბულაშვილმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები რუსთავშიც დაფიქსირდა.

როგორც პედიატრმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რუსთავიდან მკურნალობის მიზნით “იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალში” 4 წლისა და 6 წლის ბავშვები გადაიყვანეს.

“2 რუსთაველ ბავშვში კოვიდის გადატანის შემდეგ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი გამოვლინდა. ექოსკოპიით დადგინდა, რომ იყო გრთულებები ორივე შემთხვევაში ფილტვებსა და თირკმელებში. მაგალითად, სითხე იყო ფილტვში, თირკმელებში იყო ცვლილებები. ისინი გაეწერნენ იაშვილის კლინიკაში, ორივეს მდგომარეობა სტაბილურია ამ დროისთვის და ბავშვები ემზადებიან სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერისთვის”, – განაცხადა მარინა აბულაშვილმა.

როგორც პედიატრმა აღნიშნა, ბავშვებს კოვიდ19 უსიმპტომოდ ჰქონდათ გადატანილი, რაც ანტისხულებზე დაფუძნებულმა ტესტმა აჩვენა.

შეგახსენებთ, საქართველოში მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომით (MIS-C) 60-მდე ბავშვი მკურნალობა, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს.

„ინფო რუსთავი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close