სამართალი

„აზარტული თამაშებით იყო გატაცებული“ – ახმეტაში 23 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 23 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცის ცხედარი, ოჯახის წევრებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დღეს, 16 იანვარს აღმოაჩინეს.

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდა აზარტული თამაშებით იყო გატაცებული და შესაძლოა, სუიციდით დაასრულა სიცოცხლე.

ადგილობრივების თქმით, ბოლო წლებში სოფელ მატანში სუიციდის ეს უკვე მეორე შემთხვევაა, 2019 წელს 21 დეკემბერს, 17 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close