საზოგადოება

„რუსთაველის თეატრი ეროვნული თეატრი გახდაო! არავის გაეხარდა! არავის!“ – რობერტ სტურუა

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი მიენიჭა, – შესაბამისი ბრძანება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გამოსცა. „ამბობენ რუსთაველის თეატრი ეროვნული თეატრი გახდაო! არავის გაეხარდა!
არავის!“ – ამის შესახებ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს :

„ახმეტელის ოცნება ახდა, მაგრამ…
ამბობენ რუსთაველის თეატრი ეროვნული თეატრი გახდაო!
არავის გაეხარდა!
არავის!

თეატრმცოდნეები ვერ იტანენ რუსთაველის თეატრს,
რადგანაც 1937 წელს,
როცა დაარბიეს დიდი ახმეტელი,
თეატრის კრიტიკოსებმა და მეცნიერებმა სიჩუმე ამჯობინეს –
კომპრომისების ფუმფულა ლოგინში ჩაწვენენ და
ღალატის ფერადი და ძვირფასი საბანი გადაიფარეს.
ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ ქართული თეატრისადმი მიძღვნილ კვლევაში, კოდიკო ჩხარტიშვილს სანდრო ახმეტელი დაავიწყდა!
მაგრამ “დღის კოდს”კი ძალიან გაეხარდა:
“ჩხარტიშვილის კოდი –
თვით ჭეშმარიტებაა,
ყველაფერი გაივლისო,
განავალია ცხოვრებაო!..”
აღმოხდა ბატონ დავითს –
თეატრების აღმაშენებელს!”
აბა, სწრაფად, ლაფი და ბოღმა! გულისფანცქალით ვუცდი!
ფოტოზე:
ახმეტელის ზარს ვრეკავ, ვნებათა მონებო!“ – წერს რობერტ სტურუა.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close