პოლიტიკა

„ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ ამ ქვეყნის პერსპექტივას, მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ ჩვენი “ – ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს ხვდებიან. შეხვედრა პარლამენტში იმართება.

„ოპოზიციურ ერთობას რომ გამოვეთიშეთ, მგონი, ეს თავად ნახეთ. მოაწყეს რაღაც კოლექტიური სასამართლო, სადაც თქვეს, რომ ჩვენ არ ვართ ოპოზიცია, რაც არის სრული სისულელეა, რადგან ოპოზიცია ვინ არის და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი. აქედან გამომდინარე, ეს ერთ რამეს ადასტურებს, რომ ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ ამ ქვეყნის პერსპექტივას, პოლიტიკური პროცესის განტვირთვას, განმუხტვას, ისინი კი სხვანაირად უყურებენ. მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close