მსოფლიო

რუსეთში კორონავირუსით 232 ადამიანი დაიღუპა, რაც გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელია

რუსეთში, უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 232 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ამასთან, ქვეყანაში დროის ამავე პერიოდში ინფიცირების 8572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, რუსეთში, საერთო ჯამში კორონავირუსის 387623 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 4 374-ს შეადგენს.

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ქვეყანაში 159257 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 223992-ს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close