მსოფლიო

რუსეთი ამბობს, რომ მათ ამასთან კავშირი არ აქვთ, ბაიდენმა თქვა, რომ ეს რაკეტები არ არის რუსული, რაც აჩვენებს, რომ ამას რუსეთთან კავშირი არ აქვს – ერდოღანი პოლონეთში მომხდარის შესახებ

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის პატივს სცემს რუსეთის განცხადებას, რომ რუსული რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე არ ჩამოვარდნილა. ერდოღანის თქმით, მას სჯერა, რომ რუსეთს პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი არ აქვს.

„რუსეთი ამბობს, რომ მათ ამასთან კავშირი არ აქვთ, ბაიდენმა თქვა, რომ ეს რაკეტები არ არის რუსული, რაც აჩვენებს, რომ ამას რუსეთთან კავშირი არ აქვს“, – განაცახდა ერდოღანმა ბალიზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ არსებული სიტუაცია გამოძიებას საჭიროებს. ერდოღანის განცხადებით, ინდონეზიიდან თურქეთში დაბრუნების შემდეგ, ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გეგმავს საუბარს. თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შავი ზღვის გავლით უკრიანული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება ერთი წლით გახანგრძლივდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close