საზოგადოება

როცა საჯარო პირის საქმიანობას გმობენ, არ უნდა ამას გულების წერა და “ვაიიიმე, რა არის ეს ბულინგი“–ს და ღმერთო, რა სასტიკები ვართ–ს ძახილი – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:

,,ძალიან ელემენტარულ რამეებზე თუ არ შევთანხმდით, არ ვიცი როგორ დავიძვრებით ადგილიდან საერთოდ, რომელიმე მიმართულებით. მოდი, შევთანხმდეთ, რომ საჯარო სივრცეში ვინც გამოეფინება (საკუთარ თავსაც ვგულიხმობ), მზად უნდა იყოს კრიტიკისთვის. ეს კრიტიკა ხან იქნება კონსტრუქციული, ხან ვულგარული, ხან ველური, ხან დებილური, ხან სასაცილო და ა.შ. საჯარო პირის არც კრიტიკა და არც დაცინვა არ არის ბულინგი. გამოხატვის თავისუფლებაა. ერთადერთი ზღვარი, რომელზეც სერიოზული რეაგირება შეიძლება, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა და დახურულ პირად სივრცეში ფიზიკური და ვირტუალური შეჭრაა. დებილი კი არ ვარ, ამდენი წელი რომ ყველა მაიმუნს დუმილით ვპასუხობ და თავპირს არ ვამტვრევ. გაცნობიერებული მაქვს, რომ საჯარო სივრცეში ვარ გამოფენილი, ჩემი ნებით. თუ ვეღარ ავიტანე, წავალ სადმე ისეთ პროფესიაში და ისეთ ადგილზე, სადაც ვერავინ დამირღვევს მყუდროებას.

ანუ, 1. ვისაც საკუთარ საჯარო საქმიანობაზე კრიტიკის (თუნდაც ყველაზე უზრდელურის) ატანა არ შეუძლია, ან ფსიქოლოგს უნდა მიმართოს, ან უნდა წავიდეს სხვა საქმე მოძებნოს. 2. როცა საჯარო პირის საქმიანობის პროდუქტს განიხილავენ და თუნდაც გმობენ, არ უნდა ამას გულების წერა და “ვაიიიმე, რა არის ეს ბულინგი“–ს და ღმერთო, რა სასტიკები ვართ–ს ძახილი.

კი, ვართ სასტიკი საზოგადოება, მაგრამ ეს არის რაც არის და ვინც გადაწყვიტა, რომ გამოეფინოს ამ საზოგადოების წინაშე საჯაროდ, არ უნდა დაიმართოს ბნედა.

ამოვიდა ამდენი წყლის ნაყვა ყელში. ყველა ფრენდი როგორ დავაჰაიდო?”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close