საზოგადოება

არაფერი დაურღვევია “იმედის” ჟურნალისტს და მთლად ნუ დაგიჟდებით ახლა, – ცოტა მომავლისთვის შემოინახეთ! – ბონდო მძინარაშვილი

ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი:

“ადრე, საუკუნის დასაწყისში ვამბობდი, – ისეთი პროფესია მაქვს, რომ დამჭირდეს, პრეზიდენტ ბუშს რანჩოში დავურეკავ მეთქი.
აბა, თეთრი სახლის ნომერი საიტზეც წერია.
ახლა მეშინია! ?
სადმე დარეკვას კი არა, ნომრის გაგებასაც კი ვერიდები.
ბაიდენ-პუტინ-ზელენსკის კი არა, აგერ, ფეისბუქმომხმარებელსაც ვეღარ შევეხმიანები.
მეშინია და, იმიტომ! ?
ახლა კი სერიოზულად:
რა პერსონალური ინფორმაცია, თქვენ ხომ არ გაჟუჟუნებთ?!
შედით ინტერნეტში და სადაც ვინმეს რამე აქვს დაფუძნებული, მოქმედი თუ უმოქმედო, ყველას პირადი ნომერი წერია!
ეს არ არის პერსონალური ინფორმაცია?!
მათი უდიდესი ნაწილი არც საჯარო მოხელეა და არც საჯარო პირი.
საჯარო მოხელეების საცხოვრებელი მისამართები და ოჯახის წევრების დაბადების თარიღები თუ სამუშაო ადგილებიც ხელმისაწვდომია დეკლარაციებში.
ამ ფეისბუქის ხელში ხომ მთლად “აქვე” გყავს ყველა: ნახავ პროფილს, ფოტოებს, მის თუ საერთო მეგობრებს და რამდენიმე წუთში პროფილის პატრონის ნომერს კი არა, მისი ყოფილი ქმრის (ცოლის) პირველი ცოლის (ქმრის) ძმის მეზობლის ნათლულის კოორდინატსაც გაიგებ.
საქართველოში ყველა ერთმანეთს იცნობს!
ყველა ქალაქის ყველა კორპუსში და ყველა რაიონის ყველა სოფელში მონახავ ერთ ნათესავს თუ არა, ნაცნობს მაინც.
თითქმის ყოველდღე ვხედავთ, როგორ ურეკავენ ტელეჟურნალისტები არასაჯარო პირებს და ათასნაირ თემაზე ელაპარაკებიან.
არაფერი დაურღვევია “იმედის” ჟურნალისტს და მთლად ნუ დაგიჟდებით ახლა, – ცოტა მომავლისთვის შემოინახეთ! ?
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close