პოლიტიკა

როცა არჩევნები შედგება, საზოგადოება მათ მორიგ საკადრის პასუხს გასცემს – ოხანაშვილი ხოშტარია-ვაშაძე-ჯაფარიძის შესახებ

“მათ ქვეყნის შიგნით არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ და მის ფარგლებს გარეთ დადიან, სადაც საქართველოს საწინააღმდეგო აგიტაციასა და კამპანიას ეწევიან, რაც არის სამარცხვინო საქციელი და საბოტაჟი ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების: გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ერთობლივ განცხადებას.

მისივე თქმით, ეს ადამიანები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდისტები არიან.

„ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ბრალს იმაში სდებენ, თითქოს, ჩვენ ევროპისაკენ არ მივისწრაფვით. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდისტები არიან და მათ ქვეყნის შიგნით არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ. მათ არ აქვთ საზოგადოებასთან მისვლისა და მათგან მხარდაჭერის მიღების რესურსი. ახლა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დადიან, სადაც ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციასა და კამპანიას ეწევიან, რაც არის სამარცხვინო საქციელი და საბოტაჟი ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ. როცა არჩევნები შედგება, საზოგადოება მათ მორიგ საკადრის პასუხს გასცემს. ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერები: გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ და “ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე” შეხვედრას სთავაზობენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close