პოლიტიკა

არ მიკვირს, რომ დღეს ღარიბაშვილის მთავარი გზავნილი იდენტური იყო უნგრეთის მთავრობის პრორუსული დამოკიდებულების – ხატია დეკანოიძე

ღარიბაშვილის მთავარი გზავნილი იდენტურია უნგრეთის ხელისუფლების პრორუსული დამოკიდებულების – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა  ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

უნგრეთის ხელისუფლების დამოკიდებულებები, მათ შორის, უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის მიმართ იდენტურია ,,ქართული ოცნების”. არ მიკვირს, რომ დღეს ღარიბაშვილის მთავარი გზავნილი იდენტური იყო უნგრეთის მთავრობის პრორუსული დამოკიდებულების. 

კანდიდატის სტატუსის ვერმიღება მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებულია ,,ქართული ოცნების” უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან, ანტიდასავლურ კამპანიასთან, ასევე, რეფორმების ჩავარდნასთან – აცხადებს  ხატია დეკანოიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close