პოლიტიკა

რომ შემოვარდნენ, ხომ უნდა დასაჯოთ, ხომ უნდა დაისაჯოს ის, ხომ უნდა იყოს ეს მაგალითი? – ინჯია 7-8 მარტის აქციების მონაწილეების შესახებ

ევროპელი სოციალისტების დეპუტატის ფრიდონ ინჯიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 7-8 მარტის აქციებზე მოქმედებისთვის უმაღლესი შეფასება ეკუთვნის, კანონის უზენაესობის მხრივ კი ხელისუფლებას – ნული, რადგან მისივე თქმით, სამაგალითოდ უნდა დასჯილიყო ყველა.

„მარტო იმ დესტრუქციული ძალების ქმედებამ, რომელიც იყო 7-8 მარტს, რა განაპირობა, რა მივიღეთ ჩვენ იმ რიტორიკიდან, იმ ექსტრემალური სიტუაციიდან რაც იქ იყო? ამერიკის შეერთებულ შტატებში კაპიტოლიუმში შევარდნაში 15-იდან 18 წლამდე მისცეს, დასაჯეს და თქვენ, მართლაც რომ იმსახურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო უმაღლეს შეფასებას, მაგრამ მერე, კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, თქვენ ნოლი – რომ შემოვარდნენ, ხომ უნდა დასაჯოთ, ხომ უნდა დაისაჯოს ის, ხომ უნდა იყოს ეს მაგალითი? ეს ნაწილი გამოგრჩათ თქვენ. რეგიონებში ვიყავი ამ დღეებში, სრული მხარდაჭერა გაქვთ. აი, ეს კანონპროექტი გამჭვირვალობაზე ქუთაისში რომ ყოფილიყო მისაღები, მიიღებდნენ მაგას, იმიტომ, რომ იქ არ იყვნენ იმ დაზომბირებული სტუდენტების პატრონები და ის სტუდენტები, რომლებიც აქ გამოვიდნენ“, – განაცხადა ინჯიამ .

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close