Sliderრეგიონები

ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე რესტორანს იშენებს | დავით მჟავანაძე

ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე რესტორანს იშენებს, – ინფორმაციას მთავარი არხის, ენმ-ის წევრზე, დავით მჟავანაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ელექტრონული ბარიერები დამონტაჟდება და შენობასა და თალაკვაძის პირად კაფე რესტორანში საშვის გარეშე შესვლა შეიზღუდება.

“ავთანდილ თალაკვაძე, არც მეტი არც ნაკლები, სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე რესტორანს იშენებს, ხოლო დავით დარჩიას მეტრო და ოცი სანტიმეტრის სიმაღლის დასაჯდომ კვარცხლბეგს უმზადებს. ადმინისტრავიულ შენობაში ელექტრონული ბარიერები დამონტაჟდება და როგორც შენობაში ასევე მერის პირად კაფე რესტორანში საშვის გარეშე შესვლა შეიზღუდება. გილოცავთ ბატონო ლავრდნტი, როგორც გამოცდილ თამადას მერის პირადი კაფ რესტორანი თქვენთვის ახალი ასპარეზია. ეს ხუმრობით და აღნიშნული პროექტის განხორციელება ოზურგეთის მოსახლეობას მილიონობით ლარი დაუჯდრბა. ქალაქის მერი ქალაქის ცენტრში დადგმული კუბოს ფორმის ქოთნების შემდეგ თუ კიდე რაიმეთ გამაოცებდა არ მეგონა” – წერს დავით მჟავანაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close