პოლიტიკა

რომ აცხადებენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად! თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა – ღარიბაშვილი

თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლიანი, როგორც ადრე ვთქვი, შესაბამისად, ჩვენს მოსახლეობას, თანამოქალაქეებს ყველაფერს ავუხსნით დეტალურად, რა იყო ის მთავარი გამოწვევები მიზეზები, რის გამოც, თუნდაც, ის სამარცხვინო რეზოლუცია იქნა მიღებული, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს სტატუსი ქართველმა ხალხმა დემოკრატიის მშენებლობის გზაზე თავისი 30-წლიანი ბრძოლით დაიმსახურა.

„დაველოდოთ, სტატუსთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუ ვინმეს ეკუთვნის, მეგობრებო, ეკუთვნის საქართველოს. შემდეგ ეკუთვნის უკრაინასა და მოლდოვას. რომ აცხადებენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად! თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო! ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა თავისი 30-წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობისა და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე. ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. ეს ვთქვი მე საჯაროდ დავოსშიც, ბრატისლავაში, ბრიუსელში, რომ ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ განსაკუთრებულსა და დაუმსახურებელს. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს.

თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლიანი, როგორც ადრე ვთქვი, შესაბამისად, ჩვენს მოსახლეობას, თანამოქალაქეებს ყველაფერს ავუხსნით დეტალურად, რა იყო ის მთავარი გამოწვევები მიზეზები, რის გამოც, თუნდაც, ის სამარცხვინო რეზოლუცია იქნა მიღებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

24 ივნისს ცნობილი გახდება, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. მანამდე კი, ზუსტად 4 დღეში, 17 ივნისს, ევროკომისია თითოეული ქვეყნის პროგრესს შეაფასებს. სამი ქვეყნის მომდევნო ეტაპზე გადასვლას 27 ხმა სჭირდება. დღეს არსებული ინფორმაციით, უკრაინის კანდიდატობის მომხრეთა რიცხვი 15-დან 20-მდე გაიზარდა. უპირობო სტატუსს საქართველო-მოლდოვისთვის ამდენი მომხრე არ ჰყავს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close