პოლიტიკა

ოკუპანტთან ბრძოლაში არავისზე ნაკლები სისხლი არ გვაქვს დაღვრილი და ამ ქვეყანაში არავისზე ნაკლები ევროპული აზრები და იდეები არ დაბადებულა – ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს „საამაყო ბევრი არაფერი აქვს“, თუმცა, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილოების მიღებისას, წარსულსაც გაითვალისწინებენ, დადებითი პასუხი მოსალოდნელია.

„თუ აწმყოთი შეგვაფასებენ, სამწუხაროდ, საამაყო ბევრი არაფერი გვაქვს, თუ წარსულსაც გაითვალისწინებენ, შეგვიძლია, იმედი გვქონდეს, რადგან ოკუპანტთან ბრძოლაში არავისზე ნაკლები სისხლი არ გვაქვს დაღვრილი და ამ ქვეყანაში არავისზე ნაკლები ევროპული აზრები და იდეები არ დაბადებულა“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

24 ივნისს ცნობილი გახდება, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. მანამდე კი, ზუსტად 4 დღეში, 17 ივნისს, ევროკომისია თითოეული ქვეყნის პროგრესს შეაფასებს. სამი ქვეყნის მომდევნო ეტაპზე გადასვლას 27 ხმა სჭირდება. დღეს არსებული ინფორმაციით, უკრაინის კანდიდატობის მომხრეთა რიცხვი 15-დან 20-მდე გაიზარდა. უპირობო სტატუსს საქართველო-მოლდოვისთვის ამდენი მომხრე არ ჰყავს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close