Slider

რომელი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს IRI კვლევის მიხედვით, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის მიხედვით, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 33% „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ მისცემდა ხმას. (მეორე არჩევანი-2%)

კვლევის მიხედვით გამოკითხული მოსახლეობის 16 % მხარს უჭერს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – გაერთიანებულ ოპოზიციას. (4% მეორე არჩევანი)

მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ მხარს უჭერს 5%. (6% მეორე არჩევანი)

გამოკითხული მოსახლეობის 3% მხარს უჭერს „ახალი საქართველოს“ – „სტრატეგია აღმაშენებელს“. (4% მეორე არჩევანი)

„პატრიოტთა ალიანსს“ გამოკითხულო მოსახლეობის 3 % დაუჭერდა მხარს. (5% მეორე არჩევანი) .

„ლეიბორიუსტულ პარტიას“ მხარს დაუჭერდა 2 პროცენტი. (4% მეორე არჩევანი)

„სამოქალაქო მოძრაობას“ გამოკითხული მოსახლეობის 2 პროცენტი უჭერს მხარს. ( 3 მეორე არჩევანი).

„ლელო საქართველოს“-2 პროცენტი. (3 % მეორე არჩევანი)

„გირჩს“ გამოკითხული მოსახლეობის 2 პროცენტი. (1 % მეორე არჩევანი)

გამოკითუხლი მოსახლეობის 17-მა პროცენტმა არ იცის რომელ პარტიას დაუჭერს მხარს, 11 პროცენტმა პასუხზე უარი თქვა.

კვლევა ჩატარდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close