საზოგადოება

„დანა ხერ­ხე­მალ­თა­ნაც აქვს დარ­ტყმუ­ლი, რო­გორც ჩანს, რა­ღაც და­უ­ზი­ან­და და მარ­ცხე­ნა ფეხს ვერ გრძნობს“

ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2 აგ­ვის­ტოს სა­კუ­თარ სახ­ლში დაჭ­რეს. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი, ბუსა ჟვა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლია. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­და.შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ლე­ვან თო­ფა­ძეს მის­სა­ვე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ “მზესუმზირაზე“ დაიწყო.

ლევან თოფაძე საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს, თუმცა ambebi.ge – თან საუბრის დროს გოგი თოფაძემ აღნიშნა, რომ ლე­ვა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოა და შე­საძ­ლოა მას მკურ­ნა­ლო­ბა სა­ზღვარ­გა­რე­თის რო­მე­ლი­მე კლი­ნი­კა­ში მო­უ­წი­ოს.

“ლე­ვა­ნი ვერ არის მთლად კარ­გად. ვი­ნა­ი­დან დანა ხერ­ხე­მალ­თა­ნაც აქვს დარ­ტყმუ­ლი, რო­გორც ჩანს, რა­ღაც და­უ­ზი­ან­და და მარ­ცხე­ნა ფეხს ვერ გრძნობს, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ­სად მიგ­ვყავს სამ­კურ­ნა­ლოდ – ვერც ის­რა­ელ­ში და ვერც გერ­მა­ნი­ა­ში, არ არის რე­ი­სე­ბი, ყვე­ლამ სა­ზღვრე­ბი და­კე­ტა. ასეთ ცუდ დღე­ში ვართ… გუ­შინ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ექი­მე­ბი იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი და გვი­თხრეს, უცხო­ეთ­ში უნდა წა­იყ­ვა­ნო­თო. ახლა ვე­ძებთ გზებს, რო­გორ წა­ვიყ­ვა­ნოთ იქ, სა­დაც გვი­თხრეს. მკურ­ნა­ლო­ბას დრო დას­ჭირ­დე­ბაო, ასე გვე­უბ­ნე­ბი­ან ექი­მე­ბი”.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close