სხვადასხვა

როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს

როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.

როინ მეტრეველი 1960-72 წლებში საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, შემდეგ კი პირველი მდივანი იყო. ის საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის (ცეკა) საორგანიზაციო-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე და ბიუროს წევრობის კანდიდატიც იყო. 1972 წელს მეტრეველი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილედ დანიშნეს.

1972 წელს როინ მეტრეველი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის (პოეტი — აკადემიკოსის ირაკლი აბაშიძე) მოადგილედ დაინიშნა.

1986-1989 წლებში იგი იყო თბილისის ალექსანდრე პუშკინის (ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის) სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი.

1988 წლის 1 ნოემბრიდან როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს — მდივნის მოვალეობას ასრულებს. ამავე პერიოდში იგი შეჰყავთ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში.

1991-2004 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

1993 წლიდან ის აკადემიის ნამდვილი წევრი, 2007 წლიდან კი აკადემიკოს მდივანი ხდება.

2013 წლიდან დღემდე როინ მეტრეველი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი იყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close