საზოგადოება

როდის დაიწყება ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტების დარიგება?

ბაღები 4 ოქტომბრამდე არ გაიხსნება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ასევე, კერძო სააღმზრდელო დაწესებულებებს. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან თბილისის საბავშვო ბაღებში რეგულაციების დაცვით დაიწყება აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება.  ამის შესახებ „მშობლები ჯის“ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში უთხრეს.

გასაცემი პროდუქტების ჩამონათვალია:

  • შაქარი 1კგ
  • ფქვილი 1 კგ
  • შვრია 1 კგ
  • მაკარონი 1კგ
  • ხილფაფა 1ც
  • ზეთი 1 ლ
  • კვერცხი 6
  • ჩაი 1ც
  • ყველი 0,5კგ
  • რძე 2 ლ.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისათვის წინა წელსაც მოქმედებდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close