საზოგადოება

ამერიკის პედიატრთა აკადემიის ახალი რეკომენდაცია – მშობლებმა უზრუნველყონ ორი წლიდან ბავშვებში პირბადის გამოყენება

ბავშვების ინფიცირების წყარო, ძირითადად ოჯახის უფროსი წევრები არიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორედ ზრდასრულებმა დაიცვან რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში, რათა დაიცვან საკუთარი და ბავშვების ჯანმრთელობა, – ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ამერიკის პედიატრთა აკადემიამ ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია შეცვალა, ახალი რეკომენდაციით, მიზანშეწონილია, ხალხმრავალ ადგილებში მშობლებმა უზრუნველყონ ორი წლიდან ბავშვებში პირბადის გამოყენება. ბავშვებს ბაღშიც კი უნდა ეკეთოთ პირბადე. იქნებ, ამ რეკომენდაციებით და უფროსების აცრით გადავარჩინოთ ბავშვები ინფიცირებისგან“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

იმედინიუსი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close