საზოგადოება

როდის გავა ეს ზამთარიო, არ წამოგცდეთ – ნათია ფანჯიკიძის რჩევა სეზონური დეპრესიისკენ მიდრეკილებს

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სეზონური დეპრესიისკენ მიდრეკილ ადამიანებს რამდენიმე რჩევას უზიარებს:

„სეზონური დეპრესიისკენ მიდრეკილებს ჭეშმარიტად გეტყვით კაირამეს: ადრიდან მორთეთ ბრჭყვიალა ნივთებით სახლი და ფერადი ყვავილები უხვად გქონდეთ ფანჯრის რაფებზე, ყველა სხვა ფერი ნაცრისფერ ცაზე უპირველესად რომ დაინახონ თქვენმა მშვენიერმა თვალებმა. ხოდა ბევრნაირი ჩაი და მურაბები მოიმარაგეთ სარიტუალოდ და საბანივით პალტო ამჯობინეთ ლამაზ პალტოებს გარეთ გასასვლელად. აიისეთი, თქვენი სითბო რომ თქვენვე მოგხმარდეთ მის ქვეშ და მაქსიმალური ავტონომიით დატკბეთ გარესამყაროსგან. არაფერია უფრო ტკბილი, ვიდრე სიცივეში და სისველეში სეირნობა თბილი პალტოთი. ვისაც არა აქვს თბილი რამეები, მათთვის ჩავაბაროთ ჩვენი ზედმეტი პალტოები და ჯემპრები, რომ გათბეს სხვაც ყველა. უფრო მეტად ცხიმიანი საკვები ეხმარება ენდორფინების აჟრიამულებას ამ ამინდებში, ვიდრე ჩვეულებრივ მოვიხმართ და ვისაც სეზონური დეპრესია არ გემუქრებათ, თქვენთვის გლინტვეინის, ბუხრის (რადიატორის გინაც) და სიყვარულის სეზონის დადგომა მომილოცავს, მოგეცეთ ლხენა, რა გენაღვლებათ. ხოდა კიდევ, იუთუბზე ჩართეთ 15 წუთიანი ვარჯიშების გაკვეთილი, სასარგებლოა დიდად და მანდაც გასწავლით თავის დაზოგვას, – გადახვევით 5 წუთში ვამთავრებ მე და მთელი კვირა მყოფნის კმაყოფილებისთვის. თქვენი დოზა თავად განსაზღვრეთ. როდის გავა ეს ზამთარიო, არ წამოგცდეთ, მთავარია, – ეწყინება და მალე გავა და რა გამოდის? – შემოკლებული სასიცოცხლო დრო. ნუ ააჩქარებთ. იყოს“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close